საინტერესო

“საჩუქარი ახალგაზრდებს, მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო, WeTravel” (ვიდეო)

ბლოგერმა, გურამ შეროზიამ შექმნა მოგზაურთა ჯგუფი “WeTravel – რჩევები მოგზაურობაზე”, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს. როგორც თავად გურამი ამბობს ეს ჯგუფი არის კეთილი და აქტიური ადამიანებისგან დაკომპლექტებული და რაც ყველაზე  მთავარია ჯგუფის ინიციატივაა: მოგზაურობა სრული დაფინანსებით! 

 

გურამ შეროზია:

 

მეგობრებო, ახლა თქვენი ყურადღება და ჩართულობა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს, თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს! <3

დავიწყებ იმით, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა: მოგზაურობების დაწყებამდე და შემდეგ. თუმცა სტუდენტობისას, ვერც კი წარმომედგინა, რომ ოდესმე საზღვარს გადავკვეთდი, უფრო მეტიც, როცა პირველი გრანტი მოვიპოვე დაფინანსებულ გასვლაზე – ლამის ვიტირე. ბოლო წამამდე ვერ ვიჯერებდი!!

ჰოდა, ვარსებობთ კეთილი და აქტიური ადამიანებისგან დაკომპლექტებული მოგზაურების ჯგუფი “WeTravel – რჩევები მოგზაურობაზე”, სადაც გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ კვირაში, გავიღოთ ნებისმიერი თანხა 1 ლარიდან და დავეხმაროთ ადამიანებს ოცნებების რეალიზებაში. პირველი ტური ალბათ ბაქო იქნება, რომელიც 120 ლარამდე ჯდება ერთი ღამე, გზა, კვება, დათვალიერება. გადავიკიდებ კამერას და მეც მათთან ერთად წავალ, რომ ეს ბედნიერი წუთები აღვბეჭდო და გავიზიარო! შემოერთება ნებისმიერს შეგიძლიათ! ^_^

ისტორიების თქვენგან მიღების იმედი მაქვს, რომლებსაც ჯგუფში, ალბომში განვათავებთ და გადავწყვეტთ რომელ ათ ადამიანს დავეხმაროთ. წარმოიდგინეთ მათი ბედნიერება, როცა სრულიად მოულოდნელად, ასეთი საჩუქარი დაატყდებათ თავს! მზად ვარ პირადად ვიზრუნო ყველა საორგანიზაციო საკითხზე!

ჯგუფში და შესაბამისად იდეის განხორციელებაში ნებისმიერ თქვენგანს შეგიძლიათ შემოერთება, უბრალოდ თვეში ერთი ყავით ან ჩაით ნაკლებს დავლევთ და ეგ არის სულ! ყოველი მსგავსი აქტივობის შემდეგ, დავდებ ანგარიშის ამონაწერის სქრინს, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე!

პირველი, რითიც შეგიძლიათ დახმარება – ამ პოსტის გაზიარებაა, რომ უფრო მეტმა პოტენციურმა დამხმარემ ნახოს და ასევე, ვიპოვოთ ბევრი ადამიანი, ვისთვისაც ეს საჩუქარი ბედნიერი სიურპრიზი იქნება!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close