პოლიტიკა

,,დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია მოექცნენ ანტიირანული სანქციის ფარგლებში”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ჩვენი ქვეყანა გახდა არა მხოლოდ რუსული აგრესიის და ოკუპაციის მსხვერპლი, ის ასევე იქცა ირანული დემოგრაფიის სივრცედ. ასეულ აღასობით ირანელი მიგრანტი უკვე საფუძნებულია საქართველოში. საკმარისია მსხვილი მასშტაბის ომი და ეს ასი ათასი მილიონად იქცევა, რის შედეგადაც საქართველოსგან მხოლოდ მოგონება დარჩება. ამ ყველაფერის სათავეში დგას ოლიგარქი იცანიშვილი, თბილისის მერი კალაძე, მათი ამფსობები – დეპუტატები ოდიშარია და წულაია, მმართველის დეიდაშვილი მამაცაშვილი, რომლებსაც სამშენებლო ბისნესის, სახლების გასაყიდად სჭირდებათ კლიენტურა, რაც ირანულ ბაზარზე ნახეს და ამ ქვეყანასთან ირანული რეჟიმი დააწესეს, როცა ყველა იდნავ ნორმალური სახელმწიფო ერიდება საზღვრების გახსნას ირანისთვის, რადგან იქ მაცხოცრებელი 85 მლნ ადამიანისგან, მომდინარე კრიზისენის ფამო, ყოველი მეორე ოცნებობს ემიგრაციაზე და პირველ რიგში მეზობელ საქართველოში.

ულტიმატუმს ვუყენებ ბიძინა ივანიშვილს, ერთ კვირაში დაწესდეს სავიზო რეჟიმი ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავსვამთ საკითხს ვაშინგტონში, რათა ივანიშვილი, კალაძე, მამაცაშვილი, ოდიშარია, წულაია მოქცნენ ანტიირანული სანქციის ფარგლებში, მით უფრო, რომ ამ დანაშაულებრივმა ჯგუფმა უკვე დააკავშირა რუსეთის და ირანის ელექტროსისტემები ერთმანეთს, რის გამოც გადათხარეს და გაანადგურეს თერგის და არაგვის ხეობები.

ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ საქართველოს არსებობა ისტორიულად ირანიზაციის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდებოდა. სხვამ კი არაფერმა მოგვაქცია რუსეთის შემადგენლობაში. ეს იყო ირანის თავდასხმები, მათი მცდელობა, აქ ჩაესახლებინა ყიზილბაშები და მათი რჯულის ყველანაირი თვისტომნი და აქედან გაესახლებინათ ქართველები. ფერეიდანია ამის მაგალითი. მათი ყველა შაჰი აქ მოდიოდა იმისთვის, რომ საქართველო გადაექციათ ირანული სივრცის ნაწილად. რაც მათ ვერ შეძლეს, დღეს ამას აკეთებს ქართული სახელმწიფო ოლიგარქ ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რათა მან და მისმა გარემოცვამ აქედან ოფშორებში გატანილ ქონებას კიდევ დაამატოს მილიარდები.

Related Articles

Back to top button
Close