საინტერესო

ალუჩის საწებელის მივიწყებული რეცეპტი, რომელიც 100 წელზე მეტს ითვლის

ტყემალი ალბათ ყველაზე პოპულარული და უვნებელი საწებელია თანამედროვე სამზარეულოში. განსაკუთრებით არომატული და სასარგებლოა ალუჩის საწებელი. ის თითქმის იგივე ინგრედიენტებით მზადდება, როგორც ჩვეულებრივი ტყემალი, თუმცა გაცილებით გემრიელია.
შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ზამთარში შესანახად, ასევე მაცივარში შენახული ყოველდღიურ საკვებად.

დაგჭირდებათ 2 კგ. ალუჩა, 2 კონა აყვავებული ქინძი, 2 კონა ომბალო, 1 კონა კამა ან ცერეცო, 1 თავი ნიორი, წიწაკა და მარილი – გემოვნებით.
წამოადუღეთ ალუჩა და გახეხეთ. შეაზავეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებით და შეინახეთ მაცივარში. თუ საზამთროდ გნებავთ, დაუმატეთ ასპირინი.
სხვათა შორის, დასავლეთ საქართველოში ახალ ტყემალს, რომელიც ზამთარში შესანახად არ იყო განკუთვნილი, ცოტა ნიგოზსაც უმატებდნენ. გასული საუკუნის რეცეპტებში კი ტყემლის საკმაზად რეჰანი, ოხრახუში და ქონდარიც გამოიყენებოდა.

სცადეთ, კულინარიას ექსპერიმენტები ძალიან უხდება.

 

Related Articles

Back to top button
Close