საზოგადოება

,,საშინელ მდგომარეობაშია მთელი გზა…” _ ბორჯომ–ბაკურიანის ,,კუკუშკა” რელსებიდან გადავარდა

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი – ,,კუკუშკა” მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა. ინფორმაცია ბაკურიანის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, გოჩა გობრონიძემაც დაადასტურა. აღნიშნული შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დანარჩენი დეტალები უცნობია. მომხდარის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

,,საშინელ მდგომარეობაშია მთელი გზა და მიზეზიც ალბათ ეს არის. ქვეყანას არ ჰყავს პატრონი და გიკვირთ, მატარებლის გზა რომ დაზიანებული იყოს? ” _ გვითხრა ბორჯომის საკრებულოს წევრმა გიორგი გიუაშვილმა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close