საზოგადოება

რის გამო ვერ შეძლო მისვლა ამბასადორიალზე პატრიარქმა?

თბილისში “ამბასადორიალი 2017” დაიწყო, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამბასადორიალზე სიტყვით უკვე გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველავილი პრემიერმინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დამსწრე საზოგადოებისთვის უნდა მიემართა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესაც, თუმცა ის ამბასადორიალზე არ მისულა. ამის მიზეზი პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” ავრცელებს.

ილია მეორის ექიმი ცისანა შარტავა აცხადებს, რომ პარტიარქი შეუძლოდ იყო და დატვირთვას მოარიდეს.

“ახლა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარკეული პრობლემები ჰქონდა, მაგრამ მოგვარდა ყველაფერი. ახლა კარგად არის. ზედმეტ დატვირთვას გვინდა, რომ მოვარიდოთ. ეს არის ერთადერთი მიზეზი,” – განაცხადა ცისანა შარტავამ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close