საზოგადოება

“ადამიანებო, როგორ მიხარია, რომ სიყვარული შეგვიძლია “

ქალბატონი ნინოს მონახულების შემდეგ, ყოველთვის ემოციებით სავსე ვბრუნდები სახლში… მერე რა, რომ მე-4 სტადია ავთვისებიან სიმსივნეს ებრძვის?!
მერე რა, რომ მძიმე პირობებში, 22 კვადრატულ, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს?! მერე რა, რომ მარტოხელა ადამიანია?!
მის გვერდით ყოფნისას, არასოდეს გაგრძნობინებთ, რამხელა დარდს ატრებს, არ გაგრძნობინებთ, როგორ უჭირს მარტოობა, მძიმე დაავადებასთან ჭიდილი…
აქეთ მამშვიდებს, აქეთ მაიმედებს, აქეთ მიშვებს ბედნიერს და ღიმილიანს…
მართლაც, ადამიანებო, დღეს ნინოსთვის გაწვდილმა ლუკმა პურმა, ნინოსთვის მიწოდებულმა წყალმა, იმხელა ბედნიერება მომცა, ვერც აღგიწერთ…
მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დედების ფონდის ნაწილი ვარ.
თქვენი ლიკუნა წიქარიშვილი

Related Articles

Back to top button
Close