პოლიტიკა

„საქართველოში კონსტიტუციური ძალადობა ცნობილია უკვე ევროპის ქვეყნების მთავრობებისთვის, ვენეციის კომისიისთვის.“

„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ დიალოგში ჩაერთვება,

გოცირიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო პროცესი ჩიხში შევიდა და აუცილებელია ამ ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის გამოხმობა.

„როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები – მთავრობასა და პარლამენტში აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან კომპრომისისთვის და ოპოზიციისგან შეთავაზებას ელოდებიან, ეს თვალთმაქცობაა, ვინაიდან ორი მოსმენით მიღებული დოკუმენტის შემდეგ, მესამე მოსმენა მხოლოდ რედაქციული ხასიათისაა, მხოლოდ წერტილ-მძიმის ჩასწორებაა შესაძლებელი და როგორი კომპრომისული წინადადებებიც არ უნდა შევთავაზოთ ჩვენ, საკანომდებლო რეგლამენტით მისი გათვალისწინება შეძლებელია. ერთადერთი გამოსავალია, რომ ხელისუფლებამ აღიაროს თავისი სერიოზული შეცდომები, ეს დოკუმენტი უკან გამოიხმოს, დაჯდეს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან და ქართველ ხალხთან ერთად შექმნას საყოველთაო კონსენსუსის დოკუმენტი. ეს არის კონსტიტუცია, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთადერთი პარტია“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ დოკუმენტს არავითარი მხარდაჭერა არ აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ და „საქართველოში კონსტიტუციური ძალადობა ცნობილია უკვე ევროპის ქვეყნების მთავრობებისთვის, ვენეციის კომისიისთვის.“

„დოკუმენტისადმი უნდობლობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ხელისუფლებას აიძულებს, რომ წამოვიდეს კომპრომისზე და სწორედ მათგან ველოდებით ჩვენ კომპრომისულ შემოთავაზებას. თუმცა ამისთვის პირველი ნაბიჯია საკონსტიტუციო პროექტის უკან გამოხმობა. თუ მოხდება სრული იგნორირება ასეთი ერთსულოვანი საშინაო და საგარეო აზრისა, მაშინ ჩვენ ვიმოქმედებთ ყველა კანონიერი მეთოდით, მათ შორის, ჩვენ არ გამოვრიცხავთ დიდ საპროტესტო აქციებსაც“, – განაცხადა გოცირიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად მხარეებს ორშაბათს შეხვედრას სთავაზობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინტერპრესნიუსი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close