პოლიტიკა

ვის გადაუხდის პანდემიის გამო, მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარს?

  საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარს გადახდას აპირებს.

შესაბამისი ინფორმაცია მსოფლიო სავალუტო ფონდის ვებ-გვერდზე სპეციალურ ანგარიშშია მოცემული, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ მიღებულ ანტი-კრიზისულ გეგმებს ეხება.

ამ თემაზე განცხადებები საქართველოს მთავრობიდან ჯერჯერობით არ გაკეთებულა. სავარაუდოდ,  ამ თემაზე განცხადებას მთავრობა ხვალ გააკეთებს.

როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამია, კომპენსაციას იმ მოქალაქეებს გადაუხდიან, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და კორონავირუსის პანდემიის გამო, მათი დასაქმების ადგილები დაიხურა. ფონდის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს იმ ბიზნესებსაც, რომლებიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა 9 ძირითად საკვებ პროდუქტის მარაგებს შექმნის, რომლის ფასის სუბსიდირებასაც ახდენს. ფონდის ინფორმაციით ჯამურად მთავრობა 50 მილიონი ლარის ბრინჯს, მაკარონს, მზესუმზირის ზეთს, ხორბალს, შაქარს, რძის ფხვნილს, ფქვილს, ლობიოსა და წიწიბურას შეიძენს.

ფონდის ანგარიშშია საუბარია, ასევე, მთავრობის მიერ გადადგმულ სხვა ანტი-კრიზისულ ნაბიჯებზეც, მათ შორის დასაბრუნებული დღგ-ს გაორმაგებაზე, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადის გადავადებაზე.

წყარო: tabula.ge

 

Related Articles

Back to top button
Close