საზოგადოება

,,სანამ გვესმის უვიცების საუბარი, რომ ბაზარი არეგულირებს ყველაფერს, საქართველო იქნება ამ მძღ@ერში”

დემურ გიორხელიძე, ექსპერტი:

_ ნეო-ლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს ხელისუფლება განწირულია კრახისათვის…

ნეოლიბერალიზმი, როგორც განმანათლებლობის ტრადიციის წინააღმდეგ მიმართული იდეოლოგია, ფაქტობტივად ტოტალიტარული იდეოლოგიაა და ყალბი ფრაზეოლოგიით მალავს მის ტოტალიტარულ არსს, თუმცა, შედეგები, რომელიც მან მსოფლიოში მოიტანა, დაუნდობლად ამხელს მის არსს.

ეთიკური ნორმების საფუძველი საბაზრო გაცვლის ნორმებამდე არ დაიყვანება…. ეს იდეოლოგია, თავისი არსით ანტიდემოკრატიული და ანტისოციალური, ყოველთვის ემსახურებოდა და ამკვიდრებდა ერთი კლასის ბატონობას დანარჩენზე და ამ სიყალბეზე დაფუძნებულმა მმართველობამ ყველგან მარცხი განიცადა, ლათინური ამერიკიდამ დაწყებული (არგენტინა), აღმოსავლეთ ევროპითა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიით დასრულებული… თვით დასავლური სამყაროს განვითარებულ ქვეყნებში სიღარიბე, ცხოვრების სტანდარტების გაუარესება, საშუალო კლასის შემცირება და სხვა პრობლემები გააჩინა.

რატომ მისდევს საქართველოს ხელისუფლება ამ სანაგვეზე გადაგდებულ ტოტალიტარულ იდეოლოგიას?

პ ა ს უ ხ ი: იმიტომ, რო იგი ამართლებს იმ სიღარიბეს, უმუშევრობას, ასოციალურ პოლიტიკასა და ოლიგარქიული სახელმწიფოს დამკვიდრებას საქართველოში…

ნეოლიბერალიზმი ხსნის ხელისუფლების მისდამი მიდრეკილების არსს.

სანამ გვესმის უვიცების საუბარი, რო ბაზარი არეგულირებს ყველაფერს (რაც პროფესიული თვალსაზრისით სასაცილოა), საქართველო იქნება ამ მძღნერში, ხელისუფლებები კი ლაღად და ისე, როგორც არიან 30 წელია – არაფრით მოსულნი, მდიდარ ადამიანებად წასულნი… დასჯისა და პასუხის მოთხოვნის გარეშე.

Related Articles

Back to top button
Close