საზოგადოება

,,მომეცით შანსი სიცოცხლის…” _ მსახიობი დახმარებას ხალხს სთხოვს

,,გთხოვთ, არ გაატაროთ!თუ არ დაიზარებთ გააზიაროთ. ძალიან ვიკავებდი თავს, რომ ეს პოსტი არ დამედო, მაგრამ იძულებული ვარ დავდო, რადგანაც ამ პრობლემას მარტო ვერ გავუმკლავდებით, ვერანაირად. როგორც იცით, ჩემმა მკურმალობამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და მოკვდა ეს ვერაგი სიმსივნე, რა თქმა უნდა, მკურნალობას ვაგრძელებდი, რადგან ეს ის დაავადება არაა, ასე მალე დაგანებოს თავი ადამიანს. დაფინანსებაც ძალიან დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ, მაგრამ 80%-ი და რადგან ჩემი მკურნალობა მაინც 2000ლარი ჯდებოდა 21დღეში, ერთხელ ძალიან ვაგვიანებდი გადასხმებს, სანამ თანხას მოვიპოვებდით. ამა დაგვიანებამ კი თავისი შედეგი გამოიღო და მკერდში ისევ გაჩნდა პატარა წარმონაქმნი, რომელსაც ეხლავე თუ არ მივხედე (ერთი თვე გავიდა რაც გავიგე მაგრამ ჯერ ფული არმაქ), ისევ დაიწყებს შხამების გაშვებას..ექიმმა მომიხსნა ყველა წამალი და დამინიშნა ახალი პრეპარატი, რომელიც არ ფინანსდება და ძალიან ძვირი ღირს.
ამ პრეპარატს ,,კადცილა” ჰქვია. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, გვერდით დამიდგეთ. სასწრაფოდ თუ არ გადავისხი ეს წამალი, მეტასტაზებს გაუშვებს ისევ. გთხოვთ, დამეხმარეთ, რომ კიდევ გავაგრძელო ბრძოლა. დანებება არ შემიძლია, ჩემ შვილებს ასე ვერ გავიმეტებ. თან სიცოცხლე ხომ ყველაზე ძვირფასია, რაც უფალმა გვიბოძა და მომეცით შანსი სიცოცხლის?უფალმა დაგლიცოთ ყველა.მეიმედებით გთხოვთ ნუ გამიშვებთ ხელს მე სხვა გზა არმაქ.ეს ჩემი რეკვიზიტებია.გააკეთე სიკეთე უფალი დიდია.გადამირჩინეთ სიცოცხლე?GE67TB4366236512500020 (თიბისი ბანკი)მიმღები.მაია ტურაშვილი.პირადი ნომერი.59001049907.საქართველოს ბანკი.GE66BG0000000559881100.ლიბერთი ბანკი. GE19LB0711106890197440 ” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გორის თეატრის მსახიობი მაია ტურაშვილი, რომელიც რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ სიმსივნე დაამარცხა. 

Related Articles

Back to top button
Close