მცენარე მიმოზა-ჰოსტილსი (Mimosa Hostilis) რუსეთის მიერ კონტროლირებად ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სიაში მოხვდა. ბრძანებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა. ეს ნაბიჯი თანდათან სრულყოფს სახელმწიფოს მიარ ახალი ნარკოტიკული საშუალების მიმოქცევის გაკონტროლებას, ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც მთავრობის საიტზე გამოქვეყნდა.

მიმოზა არის მრავალწლიანი მარადმწვანე ხე, რომელიც ფართოდაა გავრცელებული შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ, აფხაზეთში. მისი ექსპორტი აფხაზებისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა ციტრუსებისა და ჩაის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის არც თუ ისე კარგი საჩუქარია.

აქვე დავამატებთ, რომ წელს, აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზური მიმოზის ხე მსოფლიო 14 ულამაზეს ხეებს შორის მოხვდა. ამით აფხაზები ძლიერ ამაყობენ და აი, მათი სიხარულის შედეგიც… თუმცა პრესაში უკვე გაიჟღერა აზრმა, რომ მიმოზას, რომელიც ხარობს შავიზღვისპირეთში საერთო არ აქვს Mimosa Hostilis-თან რომელიც გამხმარ მდგომარეობაში შეიცავს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები