პოლიტიკა

,,მოვუწოდებ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისას 6 წლიანი ციხის დაწესებას”

შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ბრიფინგი გამართა და პრეზიდენტს მოუწოდა, ხელი არ მოაწეროს საგანგებო მდგომარეობის დარღვევისას 6 წლიანი ციხის სანქციის დაწესებაზე. შალვა ნათელაშვილი:

_ პოლიტიკურმა ვირუსებმა ბიოლოგიური ვირუსები მთლიანად გამოიყენეს ქვეყანაში დიქტატურის განსამტკიცებლად. პრეზიდენტს ამ წუთში, მაგიდაზე უდევს გუშინ, სამარცხვიბო პარლამენტის მიერ მიღებული დანაშაულებრივი ე.წ. კანონი, რომლის თანახმადაც, ივანიშვილს ნებისმიერ დროს, შეუძლია გამოგვიცხადოს საგანგებო მდგომარეობა და მისი ვითომდა დარღვევისთვის, ნებისმიერი ჩვენგანი დააჯარიმოს 3 ათასიდან 15 ათასამდე, და მეორე შემთხვევისას 6 წლით გაუშვას ციხეში, ყოველგვარი შეღავათების გარეშე. ამგვარი მარაზმი ბოლშევიკებსა და ფაშისტებსაც არ მოსვლიათ თავში.

მოვუწოდებ პრეზიდენტს, ვეტო დაადოს აღნიშნულ დანაშაულებრივ აქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა პირადად მას დაეკისრება და ახალი პარლამენტი, შეკრებისთანავე, პირველ საკითხად მისი გატენევა-იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს. ერთი დრო არავის შერჩენია! ეს კარგად გაითვალისწინონ, თუნდაც ამ პანდემიის დროს. დაუჯერებელია, რომ მკვლელობაზე, გაუპატიურებაზე სასჯელი ოთხი წლიდან იწყება, ხოლო საკარანტინო – საგანგებო დარღვევაზე პირდაპირ ექვს წელს გვიწესებს. ანუ, გამოდის, რომ მეუღლე წინ დაჯდა მანქანაში, მძღოლი დააჯარიმეს სამი ათასი ლარით, იმავე საღამოს მეზობელ სასარბაზოში დედა გაუხდა ცუდად, გადავიდა და პირდაპირ ციხეში მიდის. ასეთი მარაზმი ტვინგადაბრუნებულ, დიქტატორულ მსოფლიო იურისპონდენციას არ მოუფიქრებია. რა თქმა უნდა, მიზანი ერთადერთია: გამოიყენოს ეს კანონი პოლიტიკური მიზნებისთვის, ხალხის შესაშინებლად, საპროტესტო მუხტის ჩასაცხრობად, იმისთვის, რომ ადამიანები შეიკეტნონ სახლებში და ხმა არ ამოიღონ იმ უმსგავსობაზე, რაც გარშემო, ყოველ წუთს ხდება. და თუ არჩევნებს გააყალბებს, რისთვისაც ემზადება და კვლავაც შეეცდება ძალაუფლების უზურპაციას, რის გამოც ხალხი გარეთ გამოვა, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, დაიწყოს დაჭერები იმ მოტივით, რომ ვიღაც მასობრივ არეულობას აწყობდა, როგორც 20 ივნისს დაგვაბრალეს, რომ თურმე გადატრიალებას ვაწყობდით, მაშინ, როცა ოკუპანტი თვითონ ჩამოიყვანეს და სპიკერის სავარძელში ჩასვეს. ამ ადგილას არ მოვსულვარ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დანაშაულებრივი გზით დაგვისვა პრეზიდენტად ეს ფრანგი ქალბატონი; არც მაშინ, როცა ამ ე.წ. პრეზიდენტმა შეიწყალა პოლიციელების მკვლელები, პედოფილები, ნარკობარიგები. დღეს მოვედი იმიტომ, რომ ჩვენი სტაბილურიბის, მშვიდობიანობის, განვითარების, ხელისუფლების ნორმალურად ჩანაცვლების საკითხი წყდება სწორედ ამ კანონის ხელის მოწერა – არმოწერით. გაითვალისწინოს ყველამ, რომ საკუთარ სავეაკდებო დასკვნაზე მოაწერენ ხელს.

Related Articles

Back to top button
Close