მსოფლიო

რუსეთი ცდილობს, მისწვდეს სომხებისთვის ყველაზე სანუკვარს- ანბანს

რუსეთი ცდილობს, მისწვდეს სომხებისთვის ყველაზე სანუკვარს- სომხების ანბანს, რომლითაც ისინი ძალიან ამაყობენ. პირდაპირი გზით რომ ვერაფერს გახდა, სხვა გზას მიმართა, კერძოდ, რუსეთი სომხეთს სთავაზობს ოფიციალური, რუსული ენის სანაცვლოდ, სომხური მართვის მოწმობების ლეგიტიმაციას რუსეთისა და СНГ-ეს ქვეყნებში.

ცოტა ხნის წინ, რუსეთის განათლების მინისტრმა – ოლგა ვასილევამ  СНГ-ის ქვეყნებს მოუწოდა, გადასულიყვნენ კირილიცაზე. უკანასკნელი ცვლილებებით, კანონში გააუქმეს შეზღუდვები ყირგიზეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ქვეყნებისთვის, სადაც რუსული არის ოფიციალურ ენა. სომხეთში, სადაც კირილიცაზე რამდენიმე ასეული წლით ადრე დაწერილ, ძველ ანბანს იყენებენ, სახელმწიფო ენის შეცვლა შეუძლებელი გახდა.

რუსეთის ჩანაფიქრის გაჟღერებამ ხალხში აღშფოთება გამოიწვია. ზოგმა განაცხადა, რომ ვასილიევამ იგულისხმა СНГ -ის სხვა ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი დამწერლობა. სომხები აშკარად არ მოელოდნენ ასეთ შეთავაზებას. მათ ზუსტად იციან, რომ ისინი რუსულ ენას არ მიანიჭებენ ოფიციალურ სტატუსს. – ერევანში ეს საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას, – განაცხადა პარლამენტის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო კომისიის საგარეო ურთიერთობების წარმომადგენელმა, არმენ აშოტიანმა.

,,ჩვენთვის, რუსული ენა მსოფლიო ენაა, მაგრამ ჩვენს დღის წესრიგში არ არის და არც არასდროს იქნება საკითხი, რუსულ ენის ოფიციალურ ენად დაფიქსირებისა. ჩვენს კონსტიტუციაში ასეთი რამ არ ჩაიწერება “, — განაცხადა აშოტიანმა და დაამატა, რომ მოლაპარაკებები რუსეთის მიერ სომხური მართვის მოწმობის სხვა ფორმატში აღიარებისა, აუცილებლად გაგრძელდება.

სალომე მგელიაშვილი

წყარო:lragir.am/index/rus/

/ria.ru/

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close