საზოგადოება

,,რუსეთიდან მოწვეულ ფეესბეშნიკ-ოფიცერს დაევალა ქიზიყში, საარჩევნოდ, ხალხის მოსყიდვა”

,,თამაზაშვილ- ღარიბაშვილის მიერ ხალხის ბიუჯეტიდან, მათ შორის ჩვენი ჯარისკაცებისა და ოფიცერთაგან წაგლეჯილი მილიონების დიდი წილი გაფორმდა რუსეთიდან მოწვეულ ვინმე ფეესბეშნიკ–ოფიცერ, ე.წ ბიზნესმენ ნიკოლოზ ბენიაიძეზე, რომელსაც დღეს დაევალა დედოფლისწყარო–ქიზიყის რეგიონში ხალხის მოსყიდვა და საარჩევნო ტერორი. რეგიონებში გამოჩენილი ყველა ასეთი ჭორვილისტი იქნება მხილებული და შევა სანქციათა კანდიდატებში, მათ შორის საერთაშორისო არენაზე. მოკლედ მათ ცუდ მოგონებებს ვპირდები. P.S ისე ჩემს ახლობლებს, ზემო თუ ქვემო ქედელებს, არხილოსკალოელთ ვეკითხები: ასე როგორ დაემონეთ ამ კაცთ არამსგავსებს და რამ გაქციათ სეთურისტებად?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close