საზოგადოება

,,თვალებ დავსილი” ოცნების რიგითი დეპუტატის, რევაზ არველაძეს ქონება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის პროტეჟემ, რევაზ არველაძემ თქვა, რომ საქართველოში ბავშვები არ შიმშილობენო.

„საქართველოში ბავშვები საერთოდ არ შიმშილობენ. მე ვერ ვიჯერებ მაგ ამბავს“, – ეს კომენტარი რევაზ არველაძემ გაკეთა იმ ინფორმაციის საპასუხოდ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაღდათში, ხანძრის შედეგად დაღუპული 4 ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა.

“თვალებ დავსილი” “ოცნების რიგითი” დეპუტატის არველაძეს მორიდებული ქონება გამოიყურება ასე”-  წერს სამოქალაქო აქტივისტი ლადოს სადღობელაშვილი და არველაძის ქონების ნუსხას ავრცელებს:
,,- ვაკეში აბაშიძის ქუჩაზე ბინა 145 კვ.მ შეფასდა $270 000 ღირებულების, (50%-ის მფლობელი) შეძელილია 2016-ში.
– საცხოვრებელი სახლი ახმეტაში, 212 კვ.მ
– არასაცხოვრებელი ფართი აბაშიძეზე, 10 კვ.მ. – შეძენილია 2016 წელს.
– მიწის ნაკვეთი ახმეტაში 1200 კვ.მ
– მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 1500 კვ.მ
– მიწის ნაკვეთი თბილისის ზღვის მიმდებარედ 900 კვ.მ
– 2 ჯიპის ტიპის მანქანა. Toyota Land Cruiser Prado 2014. შეფასებულია 54000$. და Mercedes ML 320 2002 შეფასებულია 15 000$.
– არველაძემ 2019 წელს შეიძინა ფასიანი ქაღალდიც, რომლის ნომინალია 127 000 USD.
ps საინტერესო ისაა რომ ამ ქონების ნახევარი მას შემდეგ აქვს შეძენილი რაც გაპარლამენტარდა! არა და ხელფასი 5000 ლარი აქვს!”

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის  მონაცემებით კი საქართველოში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს.

 

Related Articles

Back to top button
Close