საზოგადოება

გიორგი თევზაძე: ადვოკატთა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს

2017 წლის 9 დეკემბერს გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება, რომელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოღვაწე, მოქმედმა ადვოკატებმა. საერთო კრებაზე ირჩევდნენ –  ასოციაციის თავმჯდომარეს, აღმასრულებელ საბჭოს და სარევიზიო კომისიას, ცნობილი გახდა, რომ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა შორის, ხმათა უმრავლესობით, ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად, მეორე ვადით აირჩიეს, უფლებადამცველი და საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე, რომელიც მანამდე, 2013 წლის 9 დეკემბრიდან არჩეული იყო ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად.

,,ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე გაიმართება მეორე ტური.  პირველ ადგილზე გასულმა დავით ასათიანმა მიიღო 1128 ხმა, მეორე ადგილზე გასულმა ლევან ჯანაშიამ 635 ხმა. საერთო კრებაზე არჩეული იქნა 11 აღმასრულებელი საბჭოს წევრი, 12 ეთიკის კომისიის წევრი, 3 ეთიკის არაადვოკატი წევრი, 5 სარევიზიო სარევიზიო კომისიის წევრი. კრების მიმდინარეობას ესწრებოდნენ ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციები. კერძოდ – ISFED და HRDIC, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვგარეშეა, ხოლო ადამიანის უფლებების ცენტრის შეფასებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრებაზე ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. ამავე დროს, არსებული რეგლამენტით, ასოციაციის თავმჯდომარის ასარჩევად, უნდა ჩატარდეს მეორე ტური, პირველ ორ ადგილზე გასულ კანდიდატს შორის” -განაცხადა გიორგი თევზაძემ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close