პოლიტიკა

ნინო მეტრეველი: ოლიგარქები და ბიზნესმენები საკუთარ ,,დემოკრატიას” ამყარებენ

,,ამ ქვეყანაში ბიზნესი მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას და ხელისუფლებისთვის მისაღებ ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს აფინასებდა და აფინანსებს და არაა საჭირო ნამეტანი შეწუხებული, ყალბით სახეებით წუწუნი დაფინანსებულებისგან. გადახედეთ არჩევნების დროს პარტიების დახარჯულ თანხებს და მიხვდებით, ვისკენაა ხელისუფლების კეთილგანწყობა.

საქართელოში პარტიების დაფინანსება ყველაზე მარტივი ლუსტრაცია “ჯიბის” ოპოზიციებისთვის და ასე იქნება მანამ, სანამ ბიზნესი არ გათავისუფლდება ხელისუფლების მხრიდან კონტროლისა და ზეწოლისგან, სანამ არ დავამყარებთ ნამდვილ დემოკრატიას და არა ივანიშვილის “ევროპისთვის გამაოცებელს”. ოლიგარქები და ბიზნესმენები საკუთარ ოლიგარქიულ ,,დემოკრატიას” ამყარებენ და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ, მათი ადგილი პოლიტიკაში არაა. თუ ამას კიდევ ვერ მივხვდით, მაშინ ღირსები ვყოფილვართ მუდმივად მოგვატყუონ და ჩვენს ხარჯზე გამდიდრდნენ”- აცხადებს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი, ნინო მეტრეველი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close