პოლიტიკა

ვინ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას ანუ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად ცვლილებას?

გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი:

_ ვინ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას ანუ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად ცვლილებას??

საქართველოს კონსტიტუციის 1. მუხლის შესაბამისად ” საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო,” ასევე “საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიის გასხვისება აკრძალულია”.
ყოველგვარი ქმედება ამ კონსტიტუციური პრინციპების წინააღმდეგ არის სახელმწიფო წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
როდესაც ხელისუფლებას ქვეყანაში ჩამოყავს, დიდებითა და პატივით ხვდება ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალურ წარმომადგენელს (გავრილოვი), რომელსაც იარაღით ხელში ნაბრძოლი აქვს აფხაზეთში, საქართველოს წინააღმდეგ, ასევე როგორც რუსეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს (დუმას) წევრმა ხმა მისცა საქრთველოს სახელმწიფოს დაშლას ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას.
დასკვნა:
არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან ეს ქმედება ოკუპანტთან კანონსაწინააღმდეგო თანამშრომლობა, შესაბამისად იმ ქმედებების ლეგიტიმურად აღიარება, რომელიც მათ მიერ იქნა ჩადენილი.
შესაბამისად ხელისუფლების ეს ქმედება არის საქართველოს კონსტიტუციური წესწყობილების მოღალატეობრივად დარღვევა და სახელმწიფო გადატრიალებაც.
ხოლო, დემონსტრატები ვინც კოლაბორაციონისტი ხელისუფლების ამ ქმედებებს აპროტესტებდა იცავდა საქართველოს და მის კონსტიტუციურ პრინციპებს (ცალკე დანაშაულია ამ აქციის ძალადობრივი დარბევა).
ამდენად, მათი დაპატიმრება სამართლებრივად უსაფუძვლოა და ისინი დღეს წარმოადგენენ რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრებს.

Related Articles

Back to top button
Close