საზოგადოება
გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი დები რუსთავში იპოვეს

გორიდან გაუჩინარებული არასრულწლოვანი დები პოლიციამ რუსთავში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც აღმოჩნდა, ისინი რუსთავში ფეისბუქ-მეგობართან იმყოფებოდნენ. მათ მომხდართან დაკავშირებით გორის პოლიციის სამმართველოში დაკითხავენ. დებს 9 დღე ეძებდნენ.
16 წლის მარიამ მეგრელიშვილი 12 აპრილს დასთან, ანა მეგრელიშვილთან ერთად სკოლაში წავიდა. მას შემდეგ დები სახლში აღარ დაბრუნებულან და არც სკოლაში მისულან.