პოლიტიკა

“პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას ორი უხეში შეცდომა დაუშვა”

მთავარი
ახალი ამბები
გადაცემები
ვიდეოები
ტელეპროგრამა
მე რეპორტიორი
სპორტი
ბლოგი
LIVE

საძიებო სიტყვა
ძებნა
მიხეილ სააკაშვილი – პეტრო პოროშენკომ საქართველოში ვიზიტისას ორი უხეში შეცდომა დაუშვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-19 14:25:00
გივი ბარამიძე
ჟურნალისტი

საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სოციალური ქსელით ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ვიზიტისას პეტრო პოროშენკომ ორი უხეში შეცდომა დაუშვა.
ყოფილი პრეზიდენტი არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოს არ აქვს მინსკის ხელშეკრულების მსგავსი შეთანხმება რუსეთთან.
„2008 წელს, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სარკოზი-სააკაშვილი-მედვედევის შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა. მაგრამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსგან განსხვავებით, მე უარი ვთქვი ამ ტერიტორიების განსაკუთებული სტატუსით უზრუნველყოფაზე, როგორც ამას რუსეთის ინიციატივით სარკოზი ცდილობდა. პოროშენკო კი იძულებული იყო ზეწოლით უკან დაეხია“, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოროშენკოს მეორე შეცდომად ექსტრადაციის საკითხზე საუბარს ასახელებს.
„თუ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებული საქართველოს მთავრობა მოგმართავთ, მზად ხართ, რომ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით განიხილოთ უკრაინის მოქალაქის გადაცემის საკითხი? შეცვალეთ იურიდიული მრჩევლები“, – აღნიშნავს მიხეილ საააკაშვილი.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასევე წერს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს აეროპორტში არ შეხვედროდა ან არ გაეცილებინა. საქართველოს მთავრობამ კი, უკრაინის პრეზიდენტის დასახვედრად განათლების მინისტრი გაგზავნა.
„მე როგორც ორივე ქვეყნის პატრიოტს, არ მომწონს, როდესაც უკრაინის პრეზიდენტის ასე დამცირებას ცდილობენ“,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close