პოლიტიკა

,,გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მოკლე ვადაში დაამთავრებს სამარცხვინო, ერთპარტიული პარლამენტის არსებობას”

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების სანქცირებაზე, როგორც ეს ახლახანს ბელორუსში მოხდა.

შალვა ნათელაშვილი:

_ კარგი ამბები მოდის ვაშინგტონიდან. დღეს ბელორუსის ცეესკოს ხელმძღვანელობას, ამ ქვეყნის სპეცსამსახურებს, ვისი ხელითაც პრეზიდენტმა გააყალბა არჩევნები და მიითვისა ძალაუფლება, დაედოთ სავიზო და ფინანსური სანქციები. ვიმედოვნებ და ქართველი ხალხი იმედოვნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება ასევე მოკლე ვადაში განახორციელებს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამყალბებელ კომისიის და უშიშროების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელების სანქცირებას მოახდენს. მათი ყველა ხელმძღვანელი უნდა მოხვდეს სავიზო და ფინანსური სანქციების რეჟიმში და ეს ორგანიზაციები საერთაშორისო არენაზე უნდა გამოცხადდეს მიუღებელ გამყალბებელ, კრიმინალურ, რუსი ოლიგარქის ნების შემსრულებელ სტრუქტურად. ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში და პუტინის წარმომადგენელს ,,გაუპრავოს” , გაულეგიტიმუროს ძალადობის შედეგი არის მიუღებელი და წარმოუდგენელი. საქართველო შედის განვითარების ახალ ეტაპზე, რის შემდეგაც ვერავინ დარჩება ხელისუფლებაში გაყალბებით, ძალადობით, მოსყიდვით და ხალხის დაჩაგვრით. შესაბამისად, გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი, უახლოეს მოკლე ვადაში მიიღებს ჩამკეტ ღონისძიებას, რაც დაამთავრებს სამარცხვინო ერთპარტიული ე.წ. პარლამენტის არსებობას ევროპის სივრცეში.

Related Articles

Back to top button
Close