სამართალი და კრიმინალი

სპეცოპერაციის დროს დაკავებულის, სავარაუდო, ვინაობა ცნობილია

ტერორიზმში ბრალდებული პირის ვინაობას ყველა ძალოვანი უწყება ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს. ცნობილია მხოლოდ ინიციალები, ს.დ. „კურიერის“ ინფორმაციით კი, გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი  სუხო დუდაევია.

ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ დუდაევის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებდა, ის ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა.

მოსამართლემ დღევანდელ გასაიდუმლოებული პროცესზე ტერორიზმში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის დანახვის საშუალება არ ჰქონდა არავის, სასამართლოს სამი მანდატურის, მოსამართლის, პროკურორის და ადვოკატის გარდა.

მანდატურები პირადი საუბრებში ამბობენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს სასამართლოს დარბაზში ბრალდებული ალყაში ჰყავდა მოქცეული.

პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მხოლოდ ის დააზუსტა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და მეტის თქმის უფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აძლევს.

წყარო:რუსთავი 2

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close