საინტერესო

,,ეს რჩევა ჩემი ვაჟისთვის მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, არც თქვენს ვაჟებს აწყენს”

,,ჭკვიან ქალს ცხოვრება შენამდეც ჰქონდა და იცის, მას შემდეგაც ექნება, როცა შენს გვერდით აღარ იქნება"

ეს რჩევა, ჩემი ვაჟისთვის მინდოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც თქვენს ვაჟებს აწყენს.
რაღა თქმა უნდა, ყველა მშოებელს სურს, მისი შვილის გვერდით, ჭკვიანი და ღირსეული ადამიანი იდგეს, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ არის დამოკიდებული. პირველ რიგში, თავად უნდა სცადო, მას გადასცე ის ღირებულებები, რომელიც შეიძლება სხვისგან მოითხოვოს.
და მაინც, თუ ვასწავლით, რომ მათ ცხოვრების თანამგზავრად ჭკვაინი ქალი უნდა შეარჩიონ, ისიც უნდა ვასწავლოთ, რომ ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.
რომ შენ, არასოდეს იქნები მისი ცხოვრების ცენტრი, რადგან მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას.
რომ ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ. ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.
რომ ჭკვიან ქალებს ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენს გვერდით აღარ იქნება.
ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარებთ, არც შვილს, რომლიც უნდა აღზარდონ. მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ.
მათ შენს გვერდით სიარული უნდათ.
მათ იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე, უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.
ისინი გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულსა და შიშს, რადგან იციან, რომ შიში მათ არ ასუსტებს და არც სიბრაზე აქცევთ “კაცურებად”. ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის…
ჭკვიანი ქალი თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.
რომ არასოდეს უნდა სცადონ მისი დაჭერა, რადგან ასეთმა ქალებმა აუცილებლად იციან, როგორ უნდა გაიქცნენ.
ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად უნდა დაფიქრდნენ ვიდრე მის ასაკს, სიმაღლეს, ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვიან რამეს. რადგან ეს ემოციური ძალადობაა და ჭკვიანმა ქალმა ეს იცის.
ერთი სიტყვით თუ ასწავლით ცხოვრების თანამგზავრად ჭკვიანი ქალი მოძებნონ, ჯერ საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ, მზად არის თუ არა მის ცხოვრებაში ადგილის დასამკვიდრებლად.
ნუგზარ (სულა) სულაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close