პოლიტიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მამუკა ხაზარაძისათვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა

მამუკა ხაზარაძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძემ 4 ნოემბერს მიმართა პატლამენტის თავმჯდომარეს მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.

კომიტეტმა განიხილა საკითხი, მომზადდა შესაბამისი დასკვნა, რომელიც პარლამენტის ბიუროს გადაეგზავნება. ამის შემდეგ პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს დადგენილების პროექტს მამუკა ხაზარაძისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close