საზოგადოება

,,დავიცვათ ბავშვები გაურკვეველი ვაქცინების, დისტანციური სწავლებისა და იუვენალური ფაშიზმისგან”_ ოცნებამ ოცნება მოკლა

  რას წერენ სოციალურ ქსელში კანონის შესახებ, რომლითაც, ”სოციალურ აგენტს” ეძლევა უფლება, თავისი შეხედულების მიხედვით, ოჯახს წაართვას მცირეწლოვანი შვილი!️️️

ნონა აღდგომელაშვილი, მედიცინის მუშაკი:

სიტყვები არ მყოფნის.
როცა საპტრიარქოს წარმომდგენლები თვეობით ისხდნენ პარლამენტში, ესწრებოდნენ იურიდიული კომისიის მუშობას, სადაც ეს კანონები განიხილებოდა, აწყობდნენ აქციებს და სთხოვდნენ საზოგადოებას-გამოსულიყვნენ და გვერდით დასდგომოდნენ მათ-ხალხს ეძინა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. “სხვისი შვილი” არავის ადარდებდა. ეხლა ყველას კარზე მიუკაკუნებს ეს “ეშმაკი” და იქნებ მოვიდეთ გონზე და გავიაზროთ-“სად ვართ”. რა გავაკეთეთ თვითოეულმა ჩვენგანმა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
კარანტინი და საზოგადოების მასობრივი გაღარიბებაც ამას ემსახურებოდა, რომ “სვავებს” საკვები არ გამოლეოდათ.
თვითოელი ჩვენგანი დამნაშავეა და პასუხი პირველ რიგში საკუთარ თავებს მოვთხოვოთ-ამის გააზრების შემდეგ მივხვდებით-რა გავაკეთოთ, რომ ეს უკეთურება დამთავრდეს.

“მაპატიე”-ამ ლოზუნგით დავიცვათ ჩვენი ბავშვები გაურკვეველი ვაქცინების, დისტანციური სწავლების, “იუვენალური ფაშიზმის” და ათასი სხვა უბედურების მომტანი კანონებისა თუ ღონისძიებებისაგან.
ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ ღვთისა და ერის წინაშე.

ნინო ბრეგაძე, ფეისბუქმომხმარებელი:

_ პირველი სექტემბრიდან თბილისსა და რეგიონებში ბავშვებისა და ოჯახებისთვის იმუშავებენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, იურისტები, ჯანდაცვის სპეციალისტები. დღეს დაიწყო 200 საჯარო მოხელის გადამზადებაო….
მდაააა….200 მოხელის გადამზადება ისე ესმის ყურს, როგორც რო 200 გერმანელი ნაზისტის მუნდირის მორგება!!!
ფაშისტური ,,იუვენალური იუსტიცია”…
ანუ, ქართველებმა მისცეს ხმა ხელისუფლებას, რომელმაც მიიღო (სამივე მოსმენით ერთხმადო) კანონი ს უ ფ თ ა ფაშისტურ ,,იუვენალური იუსტიციის ” შესახებ, რომლის მთავარი მიზანია დაანგრიოს ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტი, წაართვას მშობლებს შვილები, დაადანაშაულოს ოჯახები ეკონომიკურ სივიწროვეში, რომელიც თავად სახელმწიფომ შეუქმნა ხალხს, და, გაურკვეველი ბედისათვის გაწირონ ბავშვები…
( ბევრი ინფორმაციაა უკვე,რო ასეთ ბავშვებს აძლევენ პედოფილებს, რო ბავშვებს ჰყიდიან შავ ბაზარზე, რო ბავშვებს ძაააალიან საეჭვო მიზნებისთვის აგზავნიან)…
და, საქართველოში, სადაც ოჯახი ბევრს ნიშნავს, სექტემბრიდან გეშავენ იუვენალებს ….
სინდისის რაღაც გრძნობა უნდა არსებობდეს….პროტესტი მაინც….,,ოცნება” ო ც ნ ე ბ ა ს კლავს….მოკლა უკვე…
ყველაზე საშიში ხელისუფლება, რომელიც ოდესმე ჰყოლია საქართველოს!!!

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ”სოციალურ აგენტს” ეძლევა უფლება თავისი შეხედულების და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიხედვით, ოჯახს წაართვას მცირეწლოვანი შვილი!️️️

,,პირველი სექტემბრიდან თბილისსა და რეგიონებში ბავშვებისა და ოჯახებისთვის იმუშავებენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, იურისტები, ჯანდაცვის სპეციალისტები. დღეს დაიწყო 200 საჯარო მოხელის გადამზადება.

ჩვენი პარტნიორების გარეშე, ეს შეუძლებელი იქნებოდა USAID/Georgia UNICEF Georgia Ghassan Khalil

#ბავშვისუფლებათაკოდექსი
#usembassygeorgia” _ აცხადებს პარლამენტის დეპუტატი სოფო კილაძე.

   გთავაზობთ ციტატას კანონიდან:
1) მოძალადის განმარტება:
გ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) მოძალადე – ოჯახის წევრი, რომელიც ახორციელებს ოჯახის სხვა წევრის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
2) „მუხლი 14. არასრულწლოვნის განცალკევება მოძალადე მშობლისაგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი სხვა პირისგან
1. არასრულწლოვანზე ძალადობის დროს, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, არასრულწლოვანი განცალკევდება მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან მასთან ფაქტობრივად მყოფი/მცხოვრები ნებისმიერი პირისაგან
სოციალური მუშაკი განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მიმართავს პოლიციას, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

* * *
იუვენალური იუსტიცია – კანონმდებლობა, რომელიც ეხება არასრულწლოვნებს და რომელიც რეალურად არის სახელმწიფოს ჩარევა ოჯახში ბავშვთა უფლებების დაცვის გარანტიების მიღების ფორმალური საფუძვლებით.
იუვენალური იუსტიცია მშობლებისაგან მოითხოვს თავიანთი შვილებისათვის სრული თავისუფლების მინიჭებას. მშობლებს უკვე არაფრის უფლება აღარ აქვთ. ირღვევა ღმრთის მიერ დადგენილი ოჯახური იერარქია.
(სწორედ იუვენალური იუსტიციის მეშვეობით ევროპაში ბოლო 20 წლის განმავლობაში ოჯახებიდან ათიათასობით ბავშვია წართმეული სახელმწიფოს მიერ)

Related Articles

Back to top button
Close