პოლიტიკა

თემურ შაშიაშვილი: „ვითხოვთ ლუსტრაციას!“

„თეთრების“ ლიდერი  თეიმურაზ შაშიაშვილი მოითხოვს ლუსტრაციის კანონის შემოღებას.

„კაგებეს“ ყოფილი აგენტი არ არსებობს. ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ლუსტრაციას. ერთხელ შევარდნაძემ მითხრა, თუ ლუსტრაცია მოხდა, ისეთი რამეები გამოაშკარავდება, რომ ქვეყანა გადაეკიდება ერთმანეთსო. კარგი ბატონო, ყველას ნუ შეეხება,მაგრამ  ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მათ აუცილებლად შეეხოს ლუსტრაცია. ჩვენ  ვაპირებთ არჩევნებში მონაწილეობას და განაცხადის გაკეთებას. არავინ უშლის ხელს, რუსეთში წავიდეს და შეხვდეს იქ ვისაც უნდა,მაგრამ ამ ადამიანებს არ უნდა ესაქმებოდეთ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებსა და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში.

ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ არა მარტო „კაგებეს“ დიდი კონტინგენტია საქართველოში, ირანის, თურქეთის და სხვა სპეცსამსახურების  წარმომადგენლებიც მრავლად არიან წარმოდგენილები და თუ გვინდა მართლა დამოუკიდებელი ქვეყანა, მათი ლუსტრაციაც უნდა მოხდეს, – აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.

 

„თეთრების“ პრესცენტრი

15.07.2019წ

Related Articles

Back to top button
Close