საინტერესო

ოპტიმისტურად, პოზიტიურად მოაზროვნე და მადლიერ ადამიანებს აქვთ უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა

მიჩიგანისა და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტების ფსიქოლოგების უახლესი კვლევის შედეგი

ფსიქოლოგებმა ჯანსაღი ცხოვრების საიდუმლო გაამხილეს – მთავარია, მადლიერება იგრძნო იმისთვის, რაც უკვე გაქვს და პოზიტიურად უყურო ცხოვრებას.
მიჩიგანისა და კალიფორნიის (აშშ) უნივერსიტეტების ფსიქოლოგებმა, რომელთა სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Emotion, გამოიყენეს ახალი მაღალტექნოლოგიური მიდგომები და შეისწავლეს პიროვნების გარკვეული ხასიათის თვეისებებსა და ჯანმრთელობას შორის კავშირი.
ამისთვის, მობილურ ტელეფონზე ჩაშენებული სენსორებით შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, რომლიც ზომავდა არტერიულ წნევას და გულისცემას.
კვლევაში მონაწილეობდა თითქმის ხუთი ათასი მოხალისე მთელი მსოფლიოდან, მათ შორის შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, ინდოეთიდან და ჰონგ კონგიდან.
2019 წლის მარტიდან 2020 წლის დეკემბრამდე მონაწილეები, დღეში სამჯერ ანგარიშს აბარებდნენ სტრესის დონეზე, ძილზე, ფიზიკური აქტივობაზე, აზრებზე და მოლოდინებზე. მათ ასევე, 12-ბალიანი შკალით, უნდა შეეფასებინათ, რამდენად ეთანხმებოდნენ სხვადასხვა გამონათქვამებს, როგორიცაა: “ჩემს ცხოვრებაში უამრავი რამ არის, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო”, “გაურკვევლობის დროს, მე ჩვეულებრივ მაქვს კარგის მოლოდინი” და ა.შ. .
შედეგად, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ოპტიმისტურად, პოზიტიურად მოაზროვნე და მადლიერ ადამიანებს აქვთ უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ვიდრე სხვებს. მათ აქვთ ნორმალური არტერიული წნევა და გულისცემა, უკეთესი ძილის ხარისხი და ფიზიკური აქტივობის დონე, ნაკლებად განიცდიან სტრესს, აქვთ მოვლენების და ზოგადად ცხოვრების მიმართ მეტი პოზიტიური მოლოდინი. ისინი უფრო მეტად აფასებენ გარშემომყოფ ადამიანებს. (c)
წყარო: თამარ კვარაცხელია, წარმატების ფსიქოლოგია- GT Evolution Center

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close