საინტერესო

,,მათ გადამთიელ მოსისხლეს ქალაქის კარი გაუღეს…”_ იცოდე საქართველოს ისტორია

1226 წლის დამდეგს, სუსხიან ზამთარს, ჯალალ ად დინი მოადგა ტფილისს. რუსუდან მეფემ ქალაქის დაცვა გულად მესხ ძმებს – მემნა და ბოცო ჯაყელებს დაავალა. მეორე დილით, ჯალალ ად დინმა ბანაკიდან 3000 ხვარაზმელი მხედარი აარჩია და ტფილისის კედლებზე საიერიშოდ წამოვიდა. მემნა და ბოცო ჯაყელები ციხიონის ერთი ნაწილით ”განძის კარიდან” გამოიჭრნენ და მტერს გულდაგულ ეკვეთნენ. ”და იქმნა ძლიერი ბრძოლა”. ” და ბრწყინვალე ბრძოლა აჩვენეს ქართველთა”. ჯალალი დამარცხდა და სრული დაღუპვისგან ღამის ჩამოდგომამ იხსნა. მაგრამ ქართველთა ეს სიქველე ამაო გამოდგა: უკვე გასაქცევად გამზადებულ ჯალალ ად დინს ტფილისელი მოღალატე მოქალაქეები წამოეწივნენ, მემნა ჯაყელი ზურგიდან დარტყმით მოკლეს და გადამთიელ მოსისხლეს ქალაქის კარი გაუღეს…
ლევან სანიკიძე 777 ქართული სიქველე.

წყარო:აღწერა სამეფოსა საქართველოსა

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close