მსოფლიო

“მძინარე მზეთუნახავი” ბავშვებს რყვნის” _ მშობელი ზღაპრის აკრძალვას ითხოვს

ბრიტანეთში 6 წლის ბავშვის მშობელი ითხოვს, სასკოლო განათლებიდან ამოიღონ “მძინარე მზეთუნახავი”, რადგან ეს ზღაპარი “ბავშვებს რყვნის”. სარა ჰოლი მიიჩნევს, რომ ზღაპარი სექსუალური გზავნილის მატარებელია.

მისი თქმით, ზღაპარი ბავშვებს ასწავლის, რომ მძინარე ქალისთვის კოცნა ჩვეულებრივი ამბავია.

40 წლის ქალი სთხოვს მისი შვილის სკოლას, “მძინარე მზეთუნახავი” ამოიღონ პატარების საკითხავი ლიტერატურიდან და შედარებით ზედა კლასებში გააცნონ.

“უფროსი ბავშვებისთვის კარგი იქნება ამ ზღაპრის წაკითხვა და მის შესახებ დისკუსიის გამართვა, პატარები კი ღრუბელივით იწოვენ ყველაფერს, რასაც ხედავენ, რაც ესმით”, – ამბობს ჰოლი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close