პოლიტიკა

,,ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ქონებისა და ანგარიშების ამერიკიდან საფრანგეთში გადატანა დაიწყო” (ვიდეო)

ლეიბორისტულმა პარტიამ წერილობით მიმართა საფარანგეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სენატს და რესპუბლიკის საბჭოს, არ მისცეს რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ქონების ამერიკიდან საფრანგეთში გადატანის უფლება. ასევე, მისცენ ის პასუხისგებაში ანგოლა გეითის საქმეზე. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

შალვა ნათელაშვილი: ,,ვაშინტონმა უკვე დაიწყო რუსი ოლიგარქების სანქცირების საკითხი. როგორც იცით, კონგრესმა უკვე დაარეგისტრირა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც სანქციებს მილიარდელ ივანიშვილის მიმართაც ითვალისიწინებს. იგრძნო რა მოახლოებული საფრთხე, საქართველოს დე ფაქტო მმართველმა სასწრაფოდ დაიწყო ქონების გადმოტანა ამერიკიდან საფრანგეთში, რომლის მოქალაქეცაა და მხოლოდ ასობით მილიონს მხოლოდ სიმდიდრის გადასახადს იხდის. დღეს მივმართეთ მეგობარი საფრანგეთის რესპუბილიკის პრეზიდენტს ბატონ ემანუელ მაკრონს, პრემიერმინეიტრს, სენატს და რესპუიბლიკის საბჭოს, არ გამოაყენებინონ ჩვენი მეგობარი საფრანგეთი ბატონ ივანიშვილს კრიმინალური ქონების სათბურად, მასცენ ის პასუხისგებაში ანგოლა გეითის საქმზე, რომელზეც გამოძიება პარიზში დიდი ხანია მიმდინარეობას და რაზეც რამდენიმე ადამიანმა მოიხადა კიდეც სასჯელი. ადამიანი, რომელმაც ანგოლაში იარაღი გაიტანა და რამაც 1 მლნ ზე მეტი მშვიდობაინი მოქალაქე შეიწირა, არ შეიძლება იყოს დაუსჯელი, თანაც ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის ბრიფინგი:

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close