საზოგადოება

,,დედების ფონდი” ქველმოქმედებაში მნიშვნელოვანი როლისა და აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის გამო დაჯილდოვდა

2013 წლიდან საქართველოში ახალ, უპრეცენდენტო ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი. ეს გახლავთ ქველმოქმედთა დღე, რომელიც 2013 წლიდან ყოველწლიურად გაიმართება. ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, თითქმის ყოველდღიურად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. მაგრამ სად არიან ის ადამიანები, ვინც სხვებზე ზრუნავს და თავიანთი ჰუმანურობით სხვების სიცოცხლე იხსნეს?-ეს კითხვა დასვა არასამთავრობო ორგანიზავია ,,საერთაშორისო დემოკრატიული განვითარების ცენტრმა“ 2013 წელს და ქველმოქმედთა დღე დააწესა. პირველი ქველმოქმედთა დღე 2013 წლის 24 დეკემბერს მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, აქ ჩაეყარა საფუძველი ტრადიციას, რათა შეხვდნენ ქველმოქმედი ადამიანები, გაიცნონ ერთმანეთი, იმსჯელონ სამომავლო გეგმებზე და რაც მთავარია, გაიცნონ ისინი საზოგადოებას, რადგან სიკეთე გადამდებია. ,,დემოკრატიული განვითარების ცენტრი“, წელს ქველმოქმედთა დღეს 11 თებერვალს შ.რუსთაველის სახელობის თეატრში გამართავს. ორგანიზაცია სიმბოლური საჩუქრებითა და სიგელებით დააჯილდოვებს იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, ვინც 2017 წელს განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სხვა ადამიანების დახმარებისა და გადარჩენის საქმეში.

https://www.youtube.com/watch?v=TwrvZURAAyo

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close