პოლიტიკა

,,გენდერული თანასწორობის პრინციპთა დაცვის ორგანიზატორები დისკრიმინაციულ შეურაცხყოფას აყენებენ ქალბატონებს”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_  პარტიულ-საპარლამენტო სიაში გენდერული თანასწორობის პრინციპთა დაცვის ორგანიზატორები თვითონაც ვერ ხვდებიან რა დისკრიმინაციულ შეურაცხყოფას აყენებენ ქალბატონებს, როდესაც მოგვიწოდებენ ფინანსის გასაზრდელად, ყოველი მესამე სიაში ჩავწეროთ ქალი გენდერული ნიშნით. თუ ათი უნიჭიერესი,პოლიტიკოსად დაბადებული ქალბატონია პარტიაში ესე იგი არ უნდა ჩავწერო ამ პირველ ათეულში რათა კაცების უფლებები არ შეილახოს? არადა შეიძლება, ამდენი მამაკაცი არც გვყავს გამოსაჩენი საპარლამენტო ტრიბუნაზე. მოკლედ სია უნდა შედგეს ნიჭის, პოლიტიკური მონაცემების და არა სქესის მიხედვით. ასე თუ წავიდა, მერე მოითხოვენ მესამე სქესის თუ მეათე სქესის პირთა ჩაწერასაც, რადგან ანტიდისკრიმინაციული კანონი ადგენს ამას. ახლა ვიღაცამ თუ აიღო გრანტები უცხოეთიდან ამ კანონის გასათრევად ეს მისი პრობლემაა. თუმცა საიდანაც დაირტყეს ეს გრანტები ჯერ იმ ქვეყნებს მოსთხოვონ ამ პრინციპთა დაკანონება.

Related Articles

Back to top button
Close