ვიდეო

ოკუპანტების მიერ გატაცებული ჟურნალისტის, თამარ მეარაყიშვილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია

,,ოკუპანტების მიერ გატაცებული ჟურნალისტის, ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. სასწრაფოდ იმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის ოკუპანტების რეჟიმიდან დახსნაში, სამარცხვინო კომენტარს აკეთებს ენერგეტიკის მინისტრი და სურვილებზე გვესაუბრება მაშინ, როცა ქმედით ნაბიჯებს უნდა დგამდეს ხელისუფლება…” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არასამტავრობო ორგანიზაცია ,,აპრიორი”-ს ხელმძღვანელი ბესო შენგელია.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილს საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდნენ და მოგვიანებით გამოუშვეს, თუმცა ის დაკითხვაზე კვლავ დაიბარეს.

ახალგორის ადგილობრივების განცხადებით, თამარ მეარაყიშვილის დაკავების შესახებ მათ ინფორმაცია მიიღეს, თუმცა მისი ადგილსამყოფელი ახლა არ იციან. მოსახლეობას კამერებთან სახის გამოჩენა და არც ამ საკითხზე საუბარი სურს, რადგან შიშობენ, რომ შესაძლოა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პროკურატურის რეპრესიების მსხვერპლი ისინიც გახდნენ.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი და “ნეტგაზეთის” ფრილანსერი ჟურნალისტი, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურის წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. დაკავების მომენტში მან მედიისთვის სატელეფონო ინტერვიუს მიცემა მოასწრო, სადაც ყვებოდა, რომ მას საოკუპაციო რეჟიმი, ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ორდერის გარეშე აკავებდა.

წყარო

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close