ეკონომიკა

,,სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს”

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს,- განცხადება სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სუმბაძემ bm.ge-სთან გააკეთა.

 მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია ამ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

? “ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება.

რამდენად იქნება (შეღავათები) იურიდიულ მომხმარებლებზე თუ (მხოლოდ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, ამაზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და მის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც.

პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას”,- აცხადებენ სემეკში.

წყარო: BMG

Related Articles

Back to top button
Close