ეკონომიკა

კოლივინგი – საერთო საცხოვრებლის ახალი მსოფლიო ტრენდი

კლუბური ტიპის ოფისის, იგივე კოვორკინგის კვალდაკვალ უცხოეთში სულ უფრო პოპულარული ხდება კოლივინგი (co living) – სივრცე თანაცხოვრებისთვის, თუ გნებავთ – საერთო საცხოვრებელი, თუმცა ის, რა თქმა უნდა, არაფრით ჰგავს იმას, რაც ამ სახელის გაგონებაზე წარმოგიდგენიათ…

მსგავსი ტრენდის გაჩენის მიზეზი, როგორც ინვესტიციების სფეროს სპეციალისტები ამბობენ, მეგაპოლისების მოსახლეობის ცხოვრების სტილი და ცოცხალი ურთიერთობის უკმარისობაა.

მაგალითად, ბოლო ორი წლის სტატისტიკის თანახმად, შოტლანდიაში ოჯახების მესამედზე მეტი ერთსულიანია. ჰოლანდიაში კი ერთსულიანი ოჯახების რიცხვი 2030 წლისთვის, დაახლოებით, 3,5 მილიონით გაიზრდება (2019 წელს დაფიქსირებული 7,9 მილიონიდან);

ამასთან, წლიდან წლამდე მსოფლიოს ურბანიზაცია იპყრობს. ამ მხრივ ევროპის რეკორდსმენი ბელგიაა, სადაც მოსახლეობის ურბანიზაციამ 98%-ს მიაღწია.
მეგაპოლისებში მარტოხელა ცხოვრება მსოფლიო ტრენდად იქცა.
პირისპირ პოზიტიური ურთიერთობა, საზოგადოების წევრად ყოფნა და გარშემომყოფთაგან ემოციური მხარდაჭერა დღეს ფუფუნებაა. აშშ-ში აპლიკაციაც კი არის შექმნილი – Ameego, რომელიც შემოგთავზებთ პროფესიონალ მეგობარს ერთი საათით.

მილენიალების თაობა (20-30 წლის ადამიანები) ყველაზე მეტად ინტერნეტიზირებულ და მარტოხელა თაობად მიიჩნევა. მათთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს პირადი სივრცის ფართობს, დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია ამ სივრცის ფუნქიონალურობა. აუცილებელი მინიმუმი გახდა – ხარისხიანი საწოლი, ცხელი შხაპი და სტაბილური wi-fi.

თუმცა სწორედ ეს თაობა განიცდის ყველაზე მეტად ხარისხიანი ურთიერთობის საჭიროებას.
ამ სიტუაციის პასუხად კი შეიქმნა – co-living.

მიიჩნევა, რომ კოლივინგის გაჩენა 2008 წლის იპოთეკურმა კრიზისმა განაპირობა.
დღეს კოლივინგის მეპატრონე თითოეულ დამქირავებელს სთავაზობს დამოუკიდებელ ოთახს, რომელსაც ხშირად (75%) საკუთარი აბაზანა/ტუალეტი და მინი სამზარეულო აქვს.
არსებობს კოლივინგები, სადაც შემოგთავაზებენ სტუდიოს ტიპის ბინას ან აპარტამენტს მისაღები ოთახითა და კოვორკინგით.

კოლივინგში ოთახის ფართობი 5 კვ.მ-დან (საწოლი, მაგიდა, კარადა) 70კვ. მეტრამდეა (აპარტამენტი, მისაღები ოთახით და სამზარეულოთი).

კოვილინგში მცხოვრები უზრუნველყოფილია wi-fi-თა და ყოველდღიური მოხმარების საგნებით (ლოგინის თეთრეული, ტუალეტის საგნები, სარეცხი საშუალებები, ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ.).

კოლივინგის 40% არ ითვალისწინებს წყვილების ცხოვრებას, ხოლო 90%-ში არ არის ნებადართული ცხოველის ყოლა.
კოვილინგის არენდის საშუალო ვადა ერთიდან ექვს თვემდეა.

კოვილინგმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა იმ ქალაქებში, სადაც ბინების არენდაზე დიდი მოთხოვნაა: ბერლინი, ნიუ იორკი, ლისაბონი. მაგალითად, ნიუ იორკში კოვილინგში ცხოვრება 30%-ით იაფია, ვიდრე ბინის დაქირავება.

კოვილინგების 100% მოწყობილია ყოფილ ფაბრიკებსა ან ყოფილ საოფისე ცენტრებში.

***
მშენებლობისა და რემონტის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია წაიკითხეთ ვებგვერდებზე:

https://metalokramiti.ge/

https://www.goodworks.ge/

Related Articles

Back to top button
Close