საზოგადოება

„ოთხოზორია ვინაა, რას წარმოადგენდა?” – დაპირისპირება ზუგდიდში, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციაზე

  ზუგდიდში კამპანიის “ძალა ევროპაშია” ფარგლებში, აქცია “რუსული ოკუპაცია და საქართველოს ევროპული არჩევანი” გაიმართა. ბულვარის მიმდებარედ, ზვიად გამსახურდიას გამზირზე არსებულ სამანქანო გზაზე, გამოიფინა რუსული საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ფოტო და საარქივო მასალა. აქციის მსვლელობისას, რომელსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოს წევრები და სამოქალაქო აქტივისტები მართავდნენენ, ინციდენტი მოხდა. აქციის ორგანიზატორებთან მივიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი ქეთევან ზარქუა, რომელმაც გააპროტესტა აქციის მიმდინარეობა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა:
 «ჩვენი მეზობელია რუსეთი, ვინ არის ოთხოზორია, ვინა, რას წარმოადგენდა?„ „მორჩა ეს ამბავი, რას ვშველით? ყოველთვის ერთი და იგივე შეიძლება? ჩვენ რძლები, მეგობრები რუსები გვყავს“. ,,გონებას მოუხმეთ, ჩვენ რუსეთი გვჭირდება, მომავალზე ვიფიქროთ”…   
   დღეს, 18:00 საათიდან კი, ზუგდიდის არტგალერეაში, საჯარო ლექციას წაიკითხავს ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close