საზოგადოება

,,მოგმართავთ იმ სულგაყიდულ გარეწრებს, რომლებიც კმაყოფილებას გამოხატავთ ღალატის ფაქტით”

,,მეზიზღებით ჩვენი დროის ლენინისტებო, ფილიპე მახარაძეებო, სერგო ორჯონიკიძეებო, ბერბიჭაშვილებო..."

,,ღალატის ფაქტი რომ სახეზეა, ვხედავ. არვიცი, ის ორი მოხელეა მხოლოდ მოღალატე თუ სხვებიც, მათ ზემოთ მდგომნი. დაველოდები შედეგს. ამიტომ ჯერ მოგმართავთ მხოლოდ იმ სულგაყიდულ გარეწრებს, რიმლებიც კმაყოფილებას გამოხატავთ ღალატის ფაქტით და ტაშს უკრავთ პერსონას, ბედნიერი სახით რომ გიყვებათ, – გარეჯის ტერიტორია არც ყოფილა და არც იქნება საქართველოსი-ო. ჰოდა, მოკლედ მოვჭრი – მეზიზღებით ჩვენი დროის ლენინისტებო, ფილიპე მახარაძეები, სერგო ორჯონიკიძეებო, ბერბიჭაშვილებო. ძალიან მეზიზღებით” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ტვ პირველის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, პატიმრობიდან გათავისუფლებულმა იური მელაშვილმა განაცხადა, რომ გარეჯის ის ნაწილი, რომლის გამოც დიდი ვნებათაღელვაა დაწყებული არ ყოფილა და არც იქნება საქართველოს ტერიტორია. ამ ,,აღიარებას” საზოგადოება მწვავე კომენტარებით ეხმაურება.

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close