საზოგადოება

სად არის მაღაზია, სადაც უფასოა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, წიგნები, სათამაშოები და პური

,,ვეცდებით, ყველა მუნიციპალიტეტში გაიხსნას უფასო მაღაზია- გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ"

    ეს არის ჩვენი უფასო ტანსაცმელის “მაღაზია”, რომელზეც, ახლავე ყველაფერს გეტყვით დაწვრილებით და გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხეთ.
   მოხალისეების მიერ შექმნილი სივრცე მდებარეობს საბურთალოზე, დავით თავხელიძის ქუჩა #1-ის ეზოში. ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ახლოს, წმინდა ბარბარეს ეკლესიის უკან მხარეს, კორპუსების ეზოში. ვაჟა-ფშაველას გამზირიდან, “მოდული”-ს შენობასთან არის ჩამოსახვევი.
გაუზიარეთ მისამართი ყველას, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
  სივრცე მუშაობს ჯერჯერობით შაბათს და კვირას, დილის 10:00-დან საღამოს 18:00-მდე. მოტანაც და წაღებაც შეგიძლიათ ყველა შაბათს და კვირას.
მოტანა შეიძლება ნებისმიერი ფორმის, ფერის და ზომის ტანსაცმელის, ფეხსაცმელის, წიგნების, სათამაშოების და ნებისმიერი საოჯახო ნივთის, რაც სახლში აღარ გჭირდებათ.
   გთხოვთ, ეცადეთ, ტანსაცმელი ნუ იქნება ძალიან დახეული და მთლად გამოუსადეგარი. იყოს აუცილებლად გარეცხილი, სუფთა და რაშიც იქნება მოთავსებული, ზედ ეწეროს სქესი და ასაკი, ვისთვისაცაა განკუთვნილი.
   განსაკუთრებით გვჭირდება ხოლმე სათამაშოები, წიგნები და მშრალი პროდუქტი. ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და ყველას გვინდა რაღაც შეხვდეს ოჯახებისათვის, მათი წევრების რაოდენობის მიხედვით, გაიცემა შეუზღუდავი ოდენობის ნივთები და შეუძლიათ სარგებლობა სამ თვეში ერთხელ. საბუთების წარდგენა არავისთვის სავალდებულო არ არის.
   აუცილებლად დამიკავშირდით რეგიონებიდან სოფლის, სკოლის, რაიონის, ან სოციალური სამსახურის თანამშრომლები, ან თუნდაც მოხალისეების ჯგუფი.ნებისმიერ რეგიონში უფასოდ გამოგიგზავნით საკმარისი რაოდენობის ტანსაცმელს და შეძლებთ გაუნაწილოთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
   გვჭირდება რაც შეიძლება მეტი მოხალისე, რომ შენობამ ყოველდღე იმუშაოს და სწრაფად გავაკეთოთ ხოლმე ყველაფერი. ვისაც ბევრი დრო გაქვთ, გთხოვთ მოგვეხმაროთ და შეგიძლიათ მომწეროთ მესიჯი ნომერზე – 558181218. ზარების პასუხს ვერ ვასწრებ, გაუჩერებლად რეკავს სულ ტელეფონი.
   შაბათს და კვირას, ტანსაცმელის გარდა გაიცემა უფასო პური, მათთვის, ვინც ვერ ყიდულობს. არ მოგერიდოთ და მობრძანდით ნებისმიერი ადამიანი, ვისაც გჭირდებათ. პურიც და ტანსაცმელიც რა თქმა უნდა უფასოა.
 ერთი თვის განმავლობაში, უკვე დავეხმარეთ 2000-ზე მეტ ადამიანს.
აქვთ ახალი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ნივთები, ბავშვებს სათამაშოები და წიგნები.
ვეცდებით, ჯერ ყველა დიდ ქალაქში და შემდეგ ყველა რაიონში იყოს ასეთი ადგილი.
უამრავი მადლობა სათითაოდ ყველას, ვინც გვეხმარებით და უზარმაზარი ბოდიში, ვისაც ვერ გპასუხობთ ზარზე და მოწერილზე.
აკა სინჯიკაშვილი, ქველმოქმედი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close