პოლიტიკა

,,რუსთავი-2-ის წაღებით, ყველაზე მეტი დარტყმა მივიღეთ ჩვენ, როგორც პარტიამ”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ 5 წელია იმედს ჩვენი გაკვრითი კადრიც არ უჩვენებია. ახლაც იმის გამო, რომ კურიერი მოახრჩეს, პირველად გადავრთე იმედზე ინტერესისათვის და რას ვხედავ, პარლამენტის ექს-თავმჯდომარე ბაქარაძე იგივე ტონით მოთქვავს ხალხის გაჭირვებაზე, როგორც ამას მისგან ვისმენდით რუსთავი2-იდან. ამით ის მინდა ვთქვა,რომ რუსთავის წაღებით ყველაზე მეტი დარტყმა მივიღეთ ჩვენ, როგორც პარტიამ და არა სხვა პოლიტ–ძალებმა რომელთა გაშუქებას არ ექნება არავითარი პრობლემები ბიძინა–ხაზარაძის არხებზე. გამოდინარე შექმნილი რეალობიდან ჩვენ ახლა ვგეგმავთ ხალხთან კონტაქტის ახალ სტრატეგიას. ბოროტებას მაინც დავამარცხებთ, გჯეროდეთ ამის. მე გული მწყდება ერთადერთზე, ვინც მოსაკლავად დაგვდევდა 2007 წელს, მათ შორის იმედის დაცვის გამოც, დღეს ივანიშვილმა ეს არხი სწორედ მათ დაუთმო, თუმცა გასაკვირვიც არაფერია, მაშინაც ხალხის სასტიკ დარბევებს აფინანსებდა და წარმართავდა სწორედ ეს, ათასწლეულის ჭორვილელი ბოროტება.

Related Articles

Back to top button
Close