მკვახე პომიდვრის მწნილი ნანა აივაზოვის რეცეპტით:
.
„ინგრედიენტები:
15 კგ პომიდორი, 6 დიდი ნიორი, ნახევარი კგ მწარე წიწაკა, 3 კონა ნიახური, ხმელი კამა, 20 სადილის კოვზი მარილი, ერთი სადილის კოვზი ლიმონმჟავა.
მომზადება:
პომიდორი კარგად გავრეცხე. 20-ლიტრიანი ჭურჭლის ძირში ჩავდე ხმელი კამა, ნიახური, ნივრის კბილები, დასერილი წიწაკები, დავალაგე პომიდორი. ასე ფენა-ფენა შევავსე ბოლომდე. ზემოდან ისევ ხმელი კამა და ნიახური დავადე. დავაყარე 20 სადილის კოვზი მარილი და ერთი სადილი კოვზი ლიმონმჟავა. შევავსე წყლით.
მომრჩა კიდევ პომიდორი. დავსერე ოთხად. გამოვტენე დაჭრილი ნივრით და ნიახურით. მოვათავსე 5-ლიტრიან ჭურჭელში. კამა და წიწაკები ჩავულაგე. შევავსე ბოლომდე. ერთი ჩაის კოვზი ლიმონმჟავა და 5 სადილის კოვზი მარილი დავაყარე, შევავსე წყლით. ესეც ზამთრის მარაგი“.