პოლიტიკა

მხარს დავუჭერთ საგანგებო და არა საშიმშილო მდგომარეობის გაგრძელება ! ! – ლაშა ჩხარტიშვილი

დღეს, 21 აპრილს „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა საგანგებო ბრიფიგინგი გამართა, რომელიც მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების შემთხვევაში, აუცილებლად გასათვალისწინებელ ცვლილებებსა და მოთხოვნებს მიეძღვნა !

ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის ერთთვიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ხელისუფლება მას დიდწილად საკუთარი კორუფციული ფინანსური და პოლიტიკური ინტერესების განსახორციელებლად იყენებს ! ეპიდემიასთან ბრძოლას კი მხოლოდ მოქალაქეთა გადაადგილების და თავშეყრის მაქსიმალური, ხშირად დაუსაბუთებელი შეზღუდვის ხარჯზე ცდილობს, თანაც აღნიშნულსაც შერჩევითად ახორციელებს. ამავდროულად, იგი არაფერს აკეთებს საკუთარი, სხვა არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ვალდებულებათა განხორიცლებისთვის, ისეთების – როგორცაა შიმშილის პირას მყოფი ადამიანების დახმარება ან განადგურების წინაშე მდგარი წვრილი ბიზნესისა და ეკონომიკის მხარდაჭერა !

ყოველივე ნათქვამიდან გამომდინარე, ჩვენ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ მის ადეკვატურ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევის პირობით დავუჭერთ მხარს. შესაბამისად, მოვითხოვთ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძლებისას გათვალისწინებული იქნას „ლეიბორისტული პარტიის“ ანტიკრიზისული გეგმის მოთხოვნები და გაუქმდეს რიგი აბსურდული, ასევე ანტიდემოკრატიული შეზღუდვები.

საგანგებო მდგომარეობის ცვლილებათა პაკეტი

  1. 1000 ლარიანი კომპენსაციის გაცემა ყველა ოჯახზე;
  2. კომენდანტის საათის გაუქმება;
  3. სასურსათო ბაზრების და სხვა სავაჭრო ობიექტების უსაფრთხო სახით აღდგენა

(1 კვირის ვადაში);

  1. შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების აღდგენა (დისტანციის დაცვის პირობით);
  2. ავტომანქანებით გადაადგილების უფლების აღდგენა;
  3. ზღვრული ფასების დაწესება, სურსათსა და მედიკამენტებზე;
  4. ავტომობილით გადაადგილებისას 1 ოჯახის წევრთა რაოდენობის შეზღუდვის გაუქმება;
  5. საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის ჯარიმის ოდენობის 1000 ლარამდე შემცირება;
  6. გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების აკრძალვა;
  7. სასოფლო სამერნეო სამუშაოებისთვის მწარმოებელ ყველა ოჯახებზე 500 ლარიანი პაკეტის გაცემა;
  8. ონლაინ მომსახურებითა და მიწოდებით დაკავებული კომპანიების საქმიანობის უფლების აღდგენა (2 კვირის ვადაში);
  9. საბიუჯეტო ორგანიზაციების და მათი თანამშრომლების კომფორტზე ორიენტირებული და მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების შეჩერეაბა.

 

Related Articles

Back to top button
Close