მიწისქვეშა ხელოვნება – სტოკჰოლმის მეტროპოლიტენი

სტოკჰოლმი კონცეპტუალური ხელოვნების მოყვარულებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.
შვედეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენი მსოფლიოში ყველაზე დიდ გალერეადაა აღიარებული, რომლის კედლები 80-ზე მეტმა თანამედროვე მხატვარმა მოხატა.
სტოკჰოლმში მეტროპოლიტენი 1950 წელს გაიხსნა. დღეს შვედეთის დედაქალაქის მეტროპოლიტენის ხაზი 100 სადგურს აერთიანებს, რომელიც ერთმანეთს 47 მიწიქვეშა და 53 მიწისზედა ნაგებობით უკავშირდება. შვედეთის მთავრობამ 1957 წელს მეტროსადგურების მოსახატად და დასაპროექტებლად სკანდინავიელი, ფრანგი და ისლანდიელი მხატვრები და არქიტექტორები მიიწვია. 60 წლის წინ შვედეთმა ხელოვნების თავისუფლების იდეის მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატა.
სტოკჰოლმის ერთ-ერთი გამორჩეული სადგურია „მეფის ბაღი“, რომელიც ქალაქის ცენტრში მაკალოსის სასახლის ადგილას მდებარეობს. სასახლე, რომელიც შვედეთის დიდგვაროვნების – დელაგარდის ოჯახს ეკუთვნოდა, მე-17 საუკუნეში ხანძრის შედეგად განადგურდა. სადგური შვედმა მხატვარმა ულრიკ სამუელსონმა მოხატა და „მეფის ბაღი“ უწოდა.
პირველი არხი