საზოგადოება

,,დაახლოებით სამასმა ადვოკატმა დამირეკა და მთხოვა, კენჭი მეყარა თბილისის მერის თანამდებობაზე”

,,ჩემი სურვილია, ადამიანებს დავუბრუნო ღირსება, ღიმილი და მომავლის რწმენა!"

პატივცემულო ადვოკატებო !
ჩემო ძვირფასო კოლეგებო!
შაბათს, 12 ივნისს 13:30 საათზე დავით გურამიშვილის გამზირი N17 ბ გაიმართება ჩემი, როგორც თბილისის მერობის კანდიდატის შეხვედრა ადვოკატთა გარკვეულ ნაწილთან. კოლეგებო! მინდა ჩემი საარჩევნო კამპანია დავიწყო ჩემს კოლეგებთან შეხვედრით!
ძვირფასო ადვოკატებო! დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის რაც გამოხატეთ ბოლო ერთი კვირის მანძილზე ჩემთან მიმართებაში! დაახლოებით სამასმა ადვოკატმა დამირეკა და მთხოვა კენჭი მეყარა თბილისის მერის თანამდებობაზე. ვაფასებ თქვენს თანდგომას და შევდივარ არასამართლიან საარჩევნო ბრძოლაში, როგორც ეს იყო 2009 და 2013 წლებში, როდესაც მოვიგე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები.
კოლეგებო! ძალა ერთობაშია!
ჩემი სურვილია, ადამიანებს დავუბრუნო ღირსება, ღიმილი და მომავლის რწმენა!
პატივისცემით  ადვოკატი, უფლებადამცველი, ზაზა ხატიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close