საზოგადოება

,,მიკვირს იმ ,,ეკონომიურების”, რომლებიც გვიზიარებენ, როგორ ვიყიდოთ 3 ლარად 5 კგ ხორცი…”

ირმა ინაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი:

_ ერთ რამ ვიცი, ბევრ დიასახლისს მატერიალურად უჭირს ჩვენს ქვეყანაში. ბევრი დიასახლისი ყოველდღიურად იბრძვის, რომ გამოკვებოს მისი ოჯახი. ბევრი დიასახლისი შვილს ისე აცილებს სკოლაში, რომ დილით კარაქიან პურს ვერ აჭმევს. მეც ამ დიასახლისების მსგავსად, არ ვბრაზდები… უბრალოდ, მიკვირს იმ “ეკონომიურების”, რომლებიც დრო და დრო გვიზიარებენ საოცარ გამოცდილებას, როგორ ვიყიდოთ 3 ლარად 5 კგ ხორცი, 7 ცალი პური, 6 კგ კარტოფილი, 2 თავი ყველი, ხილი, ყავა, შაქარი… და როგორ დაგვრჩეს 3 ლარიდან ხურდა- 2 ლარი.

როცა ქვეყანაში 70 000 მშიერი ბავშვი გვყავს, ამ ბავშვების დედებს და მამებს დასაქმება, დ ა ს ა ქ მ ე ბ ა !!!!!
საგანგებო სოციალური პაკეტი, შვილებისთვის ხელმისაწვდომი განათლება, სპორტი, ჯანდაცვა სჭირდებათ და არა ჩვენი “ბრძნული” აზრები, როგორ გვრჩება 3 ლარიდან ხურდა-2 ლარი და რა მდიდარი რაციონი გვაქვს ყოველდღიურად. გული არ უნდა ვატკინოთ ერთმანეთს, გული…

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close