საზოგადოება

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ ინოვაციურ საინფორმაციო სერვისს გთავაზობთ

საქართველოში ახალი, ინოვაციური საინფორმაციო სერვისი შეიქმნა. „საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრი“ (Information Security and Protection Centre) დაინტერესებულ პირებს სრულიად ახალ, მრავალპროფილურ და კომბინირებულ მომსახურეობას სთავაზობს, – ამის შესახებ თავად აღნიშნული ცენტრიდან გვაცნობეს.

მათი ინფორმაციით, მრავალპროფილური და კომბინირებული სერვისის ფარგლებში, ცენტრი ყველა კომპანიას თუ კერძო პირს მისთვის სასურველ მომსახურეობას გაუწევს.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ სერვისი საინფორმაციო სფეროში ნოვაცია და პრაქტიკულად, ხვალინდელი დღეა ინფორმაციისა და ინტერნეტის ეპოქაში. თანამედროვე პირობებში, ინფორმაციასთან წვდომა და მართვა გაადვილებულია, მაგრამ ცხადია, სამთავრობო სტრუქტურები, საზოგადოებრივი ჯგუფები, კომპანიები და კერძო პირები მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგებიან ცალკეული ზოგადი თუ კერძო სახის ინფორმაციის დაზუსტების, მოპოვების, გავრცელებისა და უსაფრთხოების კუთხით. რთულია საჭირო და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ცენტრი ნებისმიერ მომხმარებელს სთავაზობს მრავალპროფილურ, კომბინირებულ მომსახურეობას. დამკვეთებს შესაძლებლობა ექნებათ, მხოლოდ კი არ მიიღონ მათთვის სასურველი, ყველაზე რთულად მოსაპოვებელი ინფორმაციები, არამედ გადაამოწმონ უკვე არსებულის უტყუარობა სხვადასხვა სახისა და ფორმატის ფაქტობრივი და დოკუმენტური მასალებით.

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრის“ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში სრული კონფიდენციალობის დაცვით, იმუშავებენ კონკრეტულ შეკვეთაზე, რომლის არეალი მოიცავს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროში ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტას.

სრულიად ახალი მიმართულება იქნება საინფორმაციო უსაფრთხოება და დაცვა, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ, ტექნიკურ სერვისსაც.
მნიშვნელოვანია ცენტრის საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულება, რომლის სერვისითაც სხვადასხვა მედიაგამოცემას, კომპანიასა და კერძო პირს შეუძლია ისარგებლოს.

ცენტრის მიერ ინფორმაციის მოპოვების, გავრცელებისა და შეკავების გეოგრაფიული არეალი მიმდინარე ეტაპზე მოიცავს – ევროპას, დსთ-ს, თურქეთს, კავკასიას, ახლო აღმოსავლეთს.

ცენტრში საქმიანობენ მაღვალკვალიფიციური მენეჯერები, ანალიტიკოსები, იურისტები, ჟურნალისტები, უსაფრთხოების სისტემისა და კიბერსპეციალისტები, რომლებიც
 ნებისმიერ მომხმარებელს აძლევენ გარანტიას, მიიღოს ყოველმხრივ კვალიფიციური, მაღალპროფესიონალური მომსახურეობა“, – აცხადებენ 

„საინფორმაციო უზრუნველყოფისა და დაცვის ცენტრში“.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close