საინტერესო

მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება

მას ხშირად ვარძიას ადარებენ...

თურქეთში მდებარე უნიკალური ქართული მონასტერი, სადაც სანთლის ანთება წელიწადში მხოლოდ ერთ დღეს შეიძლება.
სუმელას ქართული მონასტერია ლაზეთში, 1200 მეტრის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და 386 წელს დაარსდა. ზაფხულში იქ მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი, რადგან ვიწრო გზებია და ტრანსპორტი ვერ ახერხებს გადაადგილებას. რაც შეეხება ზამთარს, იქ მისვლა წარმოუდგენელია. ბერები მონასტერში მეცხრამეტე საუკუნიდან ცხოვრობენ, თუმცა კლდეში ნაკვეთი ქალაქი თავის ისტორიას მე-4 საუკუნიდან ითვლის. Check us at, spor90.
მას ხშირად ვარძიასაც ადარებენ. “სუმელა” ლაზურად სამებას ნიშნავს. მონასტერში ულამაზესი ფრესკები დღემდეა შემორჩენილი, თუმცა სამონასტრო მხატვრობა მე-13 საუკუნით თარიღდება. სწორედ მაშინ მოღვაწეობდა ყველაზე მეტი ქართველი ბერი ტაძარში. მოგვიანებით როდესაც თურქეთში მართმადიდებლური სარწმუნოების შეზღუდვა დაიწყო, ამან ტაძარზეც იქონია გავლენა და მსახურება შეჩერდა.
ბერების საცხოვრებელი მე-19 საუკუნეში აიგო. მე-20 საუკუნეში კი სამონასტრო ცხოვრება შეჩერდა. ბოლო რამდენიმე წელია 15 აგვისტოს, ბერძნული კალენდრით მარიამობას, უამრავი მომლოცველი სტუმრობს ტაძარს და წირვა-ლოცვა აღევლინება.
სხვა დღეებში კი ტაძარში სანთლის ანთებაც კი აკრძალულია. მხოლოდ მონასტერთან შემორჩენილ ბაზილიკაზე შეუძლიათ მომლოცველებს სანთლის ანთება.
წყარო: ფბ გვერდი- შენ ხარ საქართველო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close