საზოგადოება

,,მივმართავ ნინო ჯანგირაშვილს, დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, ინგა გრიგოლიას, ვახტანგ ხუზმიაშვილს…”

ზვიად კუპრავა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი:

_ SOS… SOS… !!! – (მაქსიმალურად გადააზიარეთ).
საგანგებო მიმართვა სრულიად საქართველოს ტელეჟურნალისტებს, პრესისა და სააგენტოების იმ წარმომადგენლებს ვინც ივანიშვილზე მიყიდული არ არის. 

მივმართავ ნინო ჯანგირაშვილს. დიანა ჯოჯუას. პაატა იაკობაშვილს. ინგა გრიგოლიას. ვახტანგ ხუზმიაშვილს. ვახო სანაიას. მაია ასათიანს. გიორგი გაბუნიას. ელისო კილაძეს. ნანუკა ჟორჟოლიანს. არჩილ გამზარდიას. ვანო პავლიაშვილს. დიანა ტრაპაიძეს.მაკა რაზმაძეს. გიორგი გასვიანს. ლევან ჩხაიძეს. ნოდარ მელაძეს და ყველას და ყველას (ბოდიშით კიდევ უამრავი ადამიანის სახელსა და გვარს რომ ვერ ვწერ). ბატონებო რატომ გავიწყდებათ, რომ თქვენც ხართ დედები, მამები და მომავალი მშობლები.
მოგმართავთ თხოვნით. მობრძანდით დღეს 3 ივლისს ყველანი ერთად შს სამინისტროსთან 12 საათზე და თუნდაც დროებით გადმოიტანეთ თქვენი სტუდიები აქ და აქიდან წაიყვანეთ თქვენი გადაცემები ბალახზე დამჯდარი და წყლით გალუმპული ზაზა სარალიძის ფონზე.
მოდით და თქვით თქვენი მართალი სიტყვა აქიდან. დიახ აქიდან…
მე ნუ დამიდგებით გვერდით. დაუდექით იმ კაცს გვერდით ვინც არც ზონდერი ყოფილა არცერთი ხელისუფლების დროს, არც მკვლელი, არც მწამებელი, არც პორტირებული ნაცების დროის აქტივისტი და მერე “პოლიტპატიმარი” და ა.შ..
პატივცემულებო, თუნდაც ერთი წუთით გაერთიანდით და გადადეთ ყველანაირი ამბიცია გვერდით. გამოდით ამ კონდიცირებული სტუდიებიდან ცოტახნით გარეთ და აქ ჩახედეთ ზაზას თავლებში და სრულ სიმართლეს საბოლოოდ უკვე აქ ამოიკითხავთ.
ადამიანს შვილი მოუკლეს … მოუკლეს… და მკვლელი არ არსებობს, გესმით… ხომ გესმით…. ბოდიშს გიხდით ამ ემოციური სიტყვებისთვის ყველას მაგრამ ახლა თქვენი ჯერია.. თქვენი სიტყვის. იმ სიტყვის რომელსაც თქვენ თავისუფალს და დამოუკიდებელს ეძახით.
მოდით და აქიდან დაანახეთ ტროტუარზე დამჯდარი უიმედო და სამართალ ვერ ნაპოვნი შვილ მოკლული მამის ფონზე მედიის მთავარმა წამყვანმა სახეებმა თქვენი მართალი სიტყვა კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს და მსოფლიოს…

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close