ეკონომიკა

“წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება” _ ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურებაზე საუბრობს

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, გიორგი გახარია, ლარის გაუფასურებას მოლოდინებს და სეზონურობის ფაქტორს უკავშირებს. ის დარწმუნებულია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეროვნული ვალუტა გამყარდება.

“შარშან მოლოდინები და სეზონურობა რბილად გადავლახეთ და დარწმუნებული ვარ, რომ წელსაც მერყეობა უფრო რბილად გადაილახება. სეზონურობის ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ამ მიმართულებით უნდა ვიყოთ მოქნილები”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტიც, მისი თქმით ყველა მაკროეკონომიკური ფაქტორი გაუმჯობესებულია, მათ შორის ექსპორტი, ფულადი გადმორიცხვები და ტურიზმი.

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close