ჯანდაცვა

მედიკამენტი, რომელითაც თურქეთში, კოვიდდადასტურებულ პაციენტებს სახლებში კურნავენ

,,ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კარგია თუ შემოიტანს სახელმწიფო, ოფიციალურმა კვლევებმაც ანახა რომ ჰოსპიტალიზაციის ხანგძლივობას ძალიან ამცირებს"

მეგობარს ვესაუბრე თურქეთში მუშაობს, კოვიდ19 დაუდასტურდა და ეს პრეპარატი მისცეს ბინაზე. თურქეთი ინტესიურად იყენებს , Favipiravir-ის. ეს პრეპარატი COVID-19-ის სამკურნალოდ ამბულატორიულ რეჟიმში დადასტურებისთანავე გამოიყენება და დადებითი შედეგებიც აქვს. თურქულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე თავად დაიწყეს მისი წარმოება.
„ფავიპირავირი“ იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ შეიქმნა. პრეპარატი 2014 წელს დაამტკიცეს. მედიკამენტს „ავიგანის“, „არეპლივირის“, „ფავილავირისა“ და „ავიფავირის“ სახელებითაც აწარმოებენ.
ფაქტები ამბობენ, რომ პაციენტები, რომლებიც ფავიპირავირს იღებენ, უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ხოლმე და მათი ფილტვების მდგომარეობა უფრო სწრაფი ტემპებით უმჯობესდება, ვიდრე სხვების. რაც მთავარია, პრეპარატის უფსაფრთხოება დადასტურებულია – ის 2014 წელს დაამტკიცა იაპონიამ გრიპის სამკურნლოდ და მისი გამოსვლის დღიდან პაციენტებს რამე მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენიათ. ჩემის აზრით შეიძლება უკვდავების წყალი არაა და 100% პრევენციას დაავადების გართულების ვერ აკეთებს, მაგრამ ამბულატორიულად არარაციონალურად დანიშნულ მედიკამენტურ პრაისლისტებს ნამდვილად ჯობია. მითუმეტეს გრიპის და კოვიდ19 ინფექციების ზედდებების დროს ის იდეალურ მედიკამენად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რადგან ორივე აგენტზე მოქმედებს.
ეს პრეპარატი ჩვენთან რეგისტრირებული არ არის, აფთიაქებში არ იყიდება და, შესაბამისად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი არ არის. კარგია თუ შემოიტანს სახელმწიფო, ოფიციალურმა კვლევებმაც ანახა რომ ჰოსპიტალიზაციის ხანგძლივობას ძალიან ამცირებს.
კარგი და მოქნილი ამბულატორიული მართვა(პატარა ქვეყანა ვართ და ლოჯისტიკურად არ უნდა გაგვიჭირდეს), ესაა კოვიდ პანდემიის დასასრულის დასაწყისი, სხვა ყველა გზა მიდის წრეზე…
წლიდან წლამდე…
ტალღიდან ტალღამდე…
შტამიდან შტამამდე…
ვაქსერებიდან ანტივაქსერებამდე…
შეზღუდვებიდან დისტანციურ განათლებამდე…
კომედიური წუთშესვებით.
არჩილ ჯალაღონია, ექიმი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close