სამართალი და კრიმინალი

 „ბიძინავიზიებმა და მიშავიზიებმა ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დამალეს”

 ,,ევროკავშირი პირველ რიგში არის სამართლიანი სასამართლო''

საქართველოს არავინ არ მიგვიღებს ევროკავშირში, სანამ საქართველოში იქნება მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო,შოთაძის პოლიტიკური პროკურატურა,საშინელი კორუფცია, ერთი კაცის პირადი მცველებით და ბანკირებით დაკომპლექტებული მინისტრთა კაბინეტი და.შ.

2017 წელში განვითარების ისეთ სიმაღლეზე ავიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, რომ ევროპის ადვოკატთა ასოციაციამ, ჩემი წერილის საფუძველზე შეცვალა წესდება და არაევროკავშირის წევრი ქვეყნის ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის შემადგენლობაში მიიღო. ეს იყო პირველი გარღვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ტელეკომპანიებმა „ბიძინავიზიებმა“ და „მიშავიზიებმა“ ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, დამალეს.

ევროკავშირი პირველ რიგში არის სამართალი, სამართლიანი სასამართლო. მის გარეშე ვერც ერთი სახელმწიფო ვერ განვითარდება. სამართლიანი სასამართლო მოიცავს საქმეების სამართლიან გამოძიებას. სანამ საქართველოში არ მოვა ხელისუფლება, რომელიც იტყვის, რომ სურს სამართლიანი სასამართლო, ჩვენი ქვეყანა იქნება მუდმივ ჭაობში. ქვეყანა, რომელიც არის მუდმივ ჭაობში,  მისი ადგილი არ არის ევროკავშირში. პირველ რიგში სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მოვითხოვოთ ელექტრონული არჩევნების ჩატარება, რათა გაყიდულმა პოლიტიკოსებმა ვერ ირბინონ პარტიიდან პარტიაში, რომ ოლიგარქს ჯიბეში არ ჰყავდეს ჩასმული როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია.

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ცნობილი უფლებადამცველი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close